Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში 19-მდე გაიზარდა ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


მიწისძვრის შედეგად საავტომობილო გზაზე გაჩენილი ნაპრალი
მიწისძვრის შედეგად საავტომობილო გზაზე გაჩენილი ნაპრალი

ჩინეთში, სულ ცოტა, 19 ადამიანი დაიღუპა და 247 დაშავდა ძლიერი მიწისძვრის შედეგად. 6,5 სიმძლავრის მიწისძვრა 8 აგვისტოს მოხდა სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში მდებარე, მეჩხერად დასახლებულ მთიან რეგიონში, ქალაქ გუანიუანიდან 200-მდე კილომეტრში. იქვე მდებარეობს ძიუჟაიგოუს ნაკრძალი, რომელიც მრავალ ტურისტს იზიდავს. ჩინეთის მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის რვა ტურისტია. რეგიონიდან ევაკუირებულ იქნა ათასობით ადამიანი. მიწისძვრას მოჰყვა ასობით მიწისქვეშა ბიძგი, რომელთაგან ყველაზე ძლიერი იყო დღეს 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა. რეგიონიდან 2000-ზე მეტი კილომეტრის დაშორებით, ძლიერი მიწისძვრა მოხდა ჩინეთის სინიანის პროვინციაშიც, რომელიც ყაზახეთს ესაზღვრება. მიწისძვრის სიმძლავრე 6,6 იყო.

XS
SM
MD
LG