Accessibility links

თბილისში განახლდა სასამართლო პროცესი „ციანიდის საქმეზე“


თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა „ციანიდის საქმის“ განხილვა, რომელზეც სახელმწიფო ბრალდება დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, გამოკვლეული მტკიცებულებებით სახელმწიფო ბრალდებამ შეძლო დაერწმუნებინა მოსამართლე დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობაში. თუმცა, პროკურორის განცხადებას „აბსურდული“ უწოდა ბრალდებულის დაცვის მხარემ. ვერც ე.წ. ოქროს მოწმით, ვერც ე.წ. დაზარალებულის და ვერც სხვა მოწმეების ჩვენებით ვერ დასტურდება, რომ დანაშაული მზადდებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ციანიდის საქმეში“ ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ საქმეში აბსოლუტურად ყველაფერი სამართლებრივი სივრციდან არის გასული. პროკურატურა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელს ადანაშაულებს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ანგარების მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვაში. დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის თებერვალში დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიაში გამგზავრების წინ. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG