Accessibility links

“პროგრამულმა ხარვეზმა“ დროებით შეაფერხა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა


თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან წუხელ დაგვიანებით შესრულდა 8 ავიარეისი. როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, ამის მიზეზი გახდა ელექტრონულ სარეგისტრაციო პროგრამაში წარმოქმნილი ხარვეზი, რომლის აღმოფხვრას გარკვეული დრო დასჭირდა. “არსებობს საერთაშორისო სისტემა “სიტა“, რომელიც აეროპორტებში მგზავრების როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ რეგისტრაციას ახდენს. მას გარკვეული პრობლემები შეექმნა. როგორც ჩანს, პრობლემა მხოლოდ თბილისის აეროპორტში არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პროგრამული ხარვეზის გამო დაგვიანებით შესრულდა 8 ავიარეისი, კერძოდ: ათენის, ანტალიის, ვარშავის, კიევის, დუბაის, შარჟას, ასევე სტამბოლის მიმართულებით ორი ავიარეისი. ამჯამად თბილისის აეროპორტი ჩვეულე რეჟიმში მუშაობს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG