Accessibility links

დღეს დაკრძალავენ ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს


მდინარი ბებიაშვილი

დღეს მშობლიურ სოფელ მარტოთუბანში დაკრძალავენ, უმცროს სერჟანტ მდინარი ბებიაშვილს, რომელიც 3 აგვისტოს ავღანეთში დაიღუპა ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ჯარისკაცს მხედრული პატივით მიაბარაბენ მიწას. მდინარი ბებიაშვილი 32-ე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა. საქართველო, 861 ჯარისკაცით, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.

XS
SM
MD
LG