Accessibility links

თურქეთში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც გეგმავდა თავდასხმას აშშ-ის საავიაციო ბაზაზე


თურქეთში დაკავებული რუსეთის მოქალაქე

გავრცელებული ცნობების თანახმად, თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ გეგმავდა თავდასხმას ინჯილრიკში მდებარე აშშ-ის სამხედრო-საავიაციო ბაზაზე. რუსი მოქალაქე, რომელსაც მედია რუსლან ბაკიევად მოიხსენებს, ქალაქ ადანაში იმ დროს დააკავეს, როდესაც ინჯილრიკის ბაზის გარშემო მდებარე ტერიტორიას სწავლობდა. გავრცელებული ცნობებით, ბაკიევი, რომლის სასმართლო 10 აგვისტოს გაიმართება, ეჭვმიტანილია ასევე რეგიონში მცხოვრებ ალევიტ მუსლიმანთა თემზე თავდასხმის განზრახვაში. ნატოს წევრ თურქეთში მდებარე ინჯილრიკის საავიაციო ბაზას აშშ-ის ავიაცია იყენებს სირიასა და ერაყში მოქმედი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო იერიშებისთვის.

XS
SM
MD
LG