Accessibility links

საერთაშორისო უფლებათადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ცნობით, ირანში სიკვდილით დასაჯეს 21 წლის მამაკაცი, რომელიც 15 წლის ასაკში იქნა დაპატიმრებული. ფარსის პროვინციის სასამართლომ ალირეზა ტაჯიკი დამნაშავედ სცნო მკვლელობასა და თავისსავე სქესის წარმომადგენლის გაუპატიურებაში. ალირეზა ტაჯიკი 10 აგვისტოს დასაჯეს სიკვდილით. ლონდონში მდებარე უფლებათადამცველი ორგანიზაცია ირანს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და ბავშვთა უფლებების ფეხქვეშ გათელვაში. „ეს სამარცხვინო ქმედება მოასწავებს გარდამტეხ მომენტს ირანისათვის და ააშკარავებს ფარისევლობას ხელისუფლებისა, რომელიც ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არსებობს იუვენალური მართლმსაჯულებას“,-ნათქვამი „ამნესტის" განცხადებაში.

XS
SM
MD
LG