Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი მიწას მიაბარეს


მდინარი ბებიაშვილი
მდინარი ბებიაშვილი

დღეს მშობლიურ სოფელ მარტოთუბანში სამხედრო პატივით დაკრძალეს, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი, რომელიც 3 აგვისტოს ავღანეთში დაიღუპა ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ტერაქტის დროს ჭრილობები მიიღეს სამმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ. მდინარი ბებიაშვილი 32-ე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა. საქართველო, 861 ჯარისკაცით, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.

XS
SM
MD
LG