Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში პოლიციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ალჟირელი აღმოჩნდა


ავტომობილი, რომლითაც ეჭვმიტანილი გადაადგილდებოდა
ავტომობილი, რომლითაც ეჭვმიტანილი გადაადგილდებოდა

საფრანგეთიდან იუწყებიან, რომ პოლიციის მიერ დაკავებული 37 წლის მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია პარიზის გარეუბანში ჯარისკაცებზე თავდასხმაში, ალჟირელი ამუ ბენლატრეში აღმოჩნდა. საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, იგი არ ფიგურირებს ძებნილთა სიაში. ეჭვმიტანილი პოლიციელებთან ურთიერთსროლისას დაიჭრა და იგი 9 აგვისტოს საღამოს დააკავეს ავტოტრასაზე პარიზიდან ჩრდილოეთ საფრანგეთის მიმართულებით. მანამდე პარიზის გარეუბნიდან, ლევალუა-პერედან 9 აგვისტოს დილას გავრცელდა ცნობა, რომ ავტომანქანა დაეჯახა ჯარისკაცების ჯგუფს, რის შედეგადაც დაშავდა ექვსი სამხედრო მოსამსახურე, მათგან ორი მძიმედ. საფრანგეთში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული 2015 წლის ნოემბრიდან, ბოლოხანს რამდენიმე თავდასხმა მოეწყო ძალოვანი სტრუქტურების წევრებზე.

XS
SM
MD
LG