Accessibility links

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ახალი მავთულხლართები გაავლეს


სოფელი ხურჩა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართები გაავლეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასა და გალის რაიონის სოფელ ნაბაკევს შორის. სუს-ის განცხადებით, ეს ფაქტი წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რაც ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და პირდაპირ აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილება გალში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე, რომელიც 19 სექტემბერსაა დანიშნული. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ხურჩაში, ბადრი ხუნჯგურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართები გაავლეს რამდენიმე თვის წინ დამონტაჟებულ ბოძებზე. მისივე ინფორმაციით, მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა ორ ჰექტრამდე მიწა, რომელსაც ხურჩელები წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG