Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პატივს მიაგებენ შინდისში დაღუპულ მებრძოლებს


შინდისის ბრძოლის გმირების მემორიალი
შინდისის ბრძოლის გმირების მემორიალი

9 წელი შესრულდა შინდისის ბრძოლიდან, რომელსაც 17 ქართველი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. 2008 წლის 11 აგვისტოს, სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ოცეულმა სოფელ შინდისთან, უთანასწორო ბრძოლა გაუმართა რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს. დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს შინდისში, გმირთა მემორიალთან. სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. „2008 წლის 11 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ჩაიწერა როგორც გმირობისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის კიდევ ერთი დღე, როცა მტერთან უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მებრძოლებმა თავდადების შეუდარებელი მაგალითი აჩვენეს. მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულმა ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან და 17 ჯარისკაცი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე” - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩამოთვლის 17-ივე დაღუპული მებრძოლის სახელებს და გვარებს, პატივს მიაგებს მათ ხსოვნას და აღნიშნავს, რომ ამ სახელებს დავიწყება არ უწერია.

XS
SM
MD
LG