Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავისუფალი დემოკრატების“ და „რესპუბლიკელების“ საარჩევნო ბლოკი ვერ შედგა


პარტია, „თავისუფალი დემოკრატები” მონაწილეობას არ მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც 2017 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარტიაში შეიქმნა კრიზისული ვითარება და ის დატოვა არაერთმა ლიდერმა და წევრმა, თუმცა, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ თავი გაართვა პარტიის გადარჩენის ამოცანას. „შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა ჩვენი პარტიის ძალებს აღემატებოდა და რამდენიმე თვის წინ შემოგვთავაზეს საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდებოდა ადგილობრივ არჩევნებში ”ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან რეალური დაპირისპირება. ამ პროექტის პირველ საფეხურზე გამოვაცხადეთ საარჩევნო ბლოკი ”რესპუბლიკურ პარტიასთან,” მაგრამ სამწუხაროდ, ამ პროექტის განხორციელება, ჩვენგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო, პირველ საფეხურს ვერ გასცდა“ - ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაში. პარტია აღნიშნავს, რომ გამოტოვებს წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადება და აქტიურად განაგრძობს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG