Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა პუტინს მადლობა უთხრა აშშ-ის დიპლომატიური ხარჯის შეკვეცაში დახმარების გამო


ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი
ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ათ აგვისტოს მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოთხოვნისთვის, რომელიც, ტრამპის თქმით, აშშ-ს დაეხმარება ხელფასების ხარჯების შემცირებაში. პუტინმა აშშ-ს მოთხოვა რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა შემცირება. ტრამპის ეს განცხადება, რომელიც მან შვებულებაში ყოფნისას გააკეთა ნიუ ჯერსიში, მისი პირველი რეაქცია იყო პუტინის 30 ივლისის მოთხოვნის მიმართ, რომ ვაშინგტონმა 755 თანამშრომლით შეამციროს აშშ-ის საელჩოსა და საკონსულოში მომუშავე 1200 პირი. რეპორტიორებმა, რომელმაც შეკითხები დაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტს, ვერ თქვეს, ხუმრობდა თუ არა ტრამპი, როცა გამოაცხადა, რომ 755 თანამშრომლის შემცირება დაეხმარებოდა მას დიპლომატიურ ბიუჯეტის სამჯერ შეკვეცის გეგმის განხორციელებაში.

XS
SM
MD
LG