Accessibility links

ავღანეთის საზღვართან, პაკისტანში აფეთქებამ სამი ადამიანი შეიწირა


სულ მცირე, სამი ადამიანი მოკლა აფეთქებამ, რომელიც განხორციელდა პაკისტანის პატარა ქალაქში, ბაჯაურის რეგიონში, ავღანეთის საზღვართან. 11 აგვიტოს აფეთქებისას დაშავდა 22 პირი. ჩარ მანგის ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, აფეთქება გამოიწვია გზის პირას დამონტაჟებულმა ბომბმა. აფეთქებისთვის, რომელიც დისტანციური მართვის მოწყობილობით განხორციელდა, პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG