Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკკეინი ავღანეთში ახალი „წარმატების სტრატეგიის“ წინადადებით გამოვიდა


აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინის გამოვიდა წინადადებით ავღანეთში ახალი „წარმატების სტრატეგიის“ შესახებ, რაც გულისხმობს ავღანეთში მეტი ანტიტერისტული ძალების განთავსებას და მათთვის უფრო მეტი თავისუფლების მიცემას თალიბანთან, ისლამურ სახელმწიფოსთან და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში. მაკკეინმა, რომელიც სენატში განაგებს შეიარაღებული სამსახურების კომიტეტს და რეგიონში ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის კრიტიკოსადაა ცნობილი, ათ აგვისტოს განაცხადა, რომ აშშ-ი „ავღანეთში დინებას მიჰყვება“. ავღანეთში აშშ-ის სახელმწიფო ინტერესების მიღწევის ახალი სტრატეგიის მიღება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომლის გარშემო მთავარობაში მკაცრი კონტროლი და განხილვა უნდა მოხდეს. მაგრამ, უნდა თვალი გავუსწოროთ ფაქტს: ავღანეთში ვმარცხდებით და დროა, ვითარება შემოვაბრუნოთ. ტრამპმა არ მიიღო ადრე პენტაგონის წინადადება, გაეზარდათ ავღანეთში აშშ-ის ჯარის რაოდენობა. მაკკეინი აპირებსმიაღწიოს, რომ თავის სტრატეგიის გარშემო კენჭისყრა გაიმართოს.

XS
SM
MD
LG