Accessibility links

ტრამპი: სამხედრო ვარიანტი ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ მზად არის


აშშ-ის პრეზიდენტმა 11 აგვისტოს განაცხადა, რომ სამხედრო ვარიანტი ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ მზად არის. ტრამპმა ეს განცხადება ტვიტერით გააკეთა პერიოდში, როცა ორ ქვეყანას შორის რიტორიკული ცეცხლთან თამაში გამწვავდა. ჩრდილოეთი კორეის პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება მთლინად მომზადებულია, თუ ფხენიანი უგუნურად მოიქცევა, განაცხადა ტრამპმა და იმედი გამოთქვა, რომ ფხენიანი გონივრულად მოიქცევა, და რომ ჩრდილოეთი კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი სხვა გზას აირჩევს. ათ აგვიტოს დონალდ ტრამპმა, შვებულებაში ყოფნისას,ნიუ ჯერსიში განაცხადა, რომ რომ მისი გამონათქვამი ჩრდილოეთი კორეის მიმართ, რომ „ცეცხლსა და რისხვას“ მოიმკის, თუ კვლავაც დაემუქრება შეერთებულ შტატებს, ალბათ, არ იყო საკმარისად მკაცრი. ტრამპის თქმით, მართალია, ის ყოველთვის მოლაპარაკებებს ემხრობა, ფხენიანი ძალიან ძალიან შეშფოთებული უნდა იყოს, თუ აშშ-ს რამეს დაუშავებს. ტრამპის თქმით, ჩრდილოეთმა კორეამ გონებას უნდა მოუხმოს, თორემ იგივე დაემართება, რაც ზოგიერთ ქვეყანას მოუვიდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG