Accessibility links

რუსეთის სასამართლომ უკრაინის მოქალაქეს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა


არტურ პანოვი

რუსეთის სასამართლომ რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა უკრაინის მოქალაქეს ტერორიზმში ბრალდებით. ჩრდილოეთი კავკასიის რეგიონულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო 11 აგვისტოს არტურ პანოვი დონის როსტოვში ტერორისტული თავდასხმის მოწყობის მომზადებაში. პანოვთან ერთად გაასამართლეს რუსეთის მოქალაქე მაქსიმ შიშლიაევი, რომელსაც იმავე ბრალდებით 10 წელი მიესაჯა. უფლებადამცველები თვლიან, რომ რუსეთში არაერთი უკრაინელია დაპატიმრებული პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ.

XS
SM
MD
LG