ეგვიპტიდან გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე 21 ადამიანი დაიხოცა და 50 დაშავდა ორი სამგზავრო მატარებლის შეტაკების შედეგად. ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, ავარია მოხდა ხმელთაშუა ზღვის პირა ქალაქ ალექსანდრიაში. ეგვიპტეში ბოლო წლებში არაერთი სარკინიგზო კატასტროფა მოხდა. 2002 წელს ქვეყნის სამხრეთისკენ მიმავალ მატარებელში ხანძარს 360 ადამიანი შეეწირა.
ყველაზე პოპულარული
1