Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებელი მღვდელი ბელორუსიაში სუტენიორობაშია ეჭვმიტანილი


ბელორუსიის ხელისუფლებმა დააკავეს რუსი მართლმადიდებელი მღვდელი, რომელსაც ბრალად დასდეს სუტენიორობის და ადამიანის ტრეფიკინგის მცდელობა. სასულიერო პირი ეჭვმიტანილია, რომ პროსტიტუციაში ორი რუსი ქალის ჩაბმას ცდილობდა. ბელორუსი გამომძიებლების თანახმად, მღვდელი წინასწარ პატიმრობაშია. მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დააკავეს სამ აგვისტოს, ვიტებსკში, როცა რუსეთში გამგზავრებას ცდილობდა და თან მიჰყავდა ორი რუსი ქალი, რომლებიც დაიყოლია,სანქტ პეტერბურგში სექს მუშაკებად ემუშავათ. მღვდელს ბრალად წაუყენეს, რომ „შეეცადა პროსტიტუციით მოგება ენახა და პროსტიტუციის მიზნით ქვეყნიდან გაჰყავდა მოქალაქეები". თუ ბრალი დაუმტკიცეს, მღვდელს ათწლიანი პატიმრობა ელის. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაკავებულ მღვდელ ნიკოლაი კირეიევზე განაცხადა, რომ ჩამოშორებულია სასულიერო საქმიანობას გამოძიებს დამთავრებამდე.

XS
SM
MD
LG