Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

36-მდე გაიზარდა ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ეგვიპტიდან გავრცელებული ცნობებით, სულ 36-მდე გაიზარდა ორი სამგზავრო მატარებლის შეტაკების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. საავადმყოფოებშია გადაყვანილი 50 დაშავებული. ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, ავარია მოხდა ხმელთაშუა ზღვის პირა ქალაქ ალექსანდრიაში. ეგვიპტეში ბოლო წლებში არაერთი სარკინიგზო კატასტროფა მოხდა. 2002 წელს ქვეყნის სამხრეთისკენ მიმავალ მატარებელში ხანძარს 360 ადამიანი შეეწირა.

XS
SM
MD
LG