Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს მიუსამძიმრა ავღანეთში ჯარისკაცის დაღუპვის გამო


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს ქართველი ჯარისკაცის, მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა. ”უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი არის გმირი და მსურს მოგისამძიმროთ თქვენ, სერჟანტის ოჯახს და ქართველ ხალხს“, - აღნიშნულია რექს ტილერსონის სამძიმრის წერილში. მდინარი ბებიაშვილი 3 აგვისტოს ავღანეთში დაიღუპა ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ტერაქტის დროს ჭრილობები მიიღეს სამმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რექს ტილერსონი სამძიმრის წერილში იხსენებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ავღანეთში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-ს ძალისხმევაში საქართველოს კონტრიბუციას.

XS
SM
MD
LG