Accessibility links

ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მოკლეს ჯგუფ თეთრი ჩაფხუტების შვიდი წევრი


12 აგვისტოს, დილით ადრე ჩრდილო-დასავლეთ სირიაში უცნობმა თავდამსხმელებმა დახოცეს სამაშველო ჯგუფ თეთრი ჩაფხუტების შვიდი წევრი. შვიდივე მაშველს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. ჯგუფი აცხადებს, რომ თავდასხმა მათ ბაზაზე განხორციელდა. ჯგუფი თეთრი ჩაფხუტები 2013 წლიდან მუშაობს მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე სამოქალაქო პირების გადასარჩენად. ისინი მხოლოდ მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მუშაობენ და მათ მატერიალურად ეხმარება დასავლეთის რამდენიმე მთავრობა - მათ შორის ბრიტანეთი, გერმანია, ჰოლანდია, აშშ. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობა და მისი მოკავშირე რუსეთი ჯგუფს ბრალად სდებენ იარაღად ყოფნას მათი საერთაშორისო დონორების ხელში. ჯგუფი გამბედავი ოპერაციებით არის ცნობილი - რომლებსაც ხშირად ვიდეოზე აღბეჭდავენ და შემდეგ სოციალური მედიით ავრცელებენ. 2016 წელს თეთრი ჩაფხუტები ნობელის სამშვიდობო პრემიაზე იყო წარდგენილი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG