Accessibility links

დასრულდა მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“


ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დასრულდა მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“, რომელსაც საქართველომ წელს მესამედ უმასპინძლა. წინა წლებთან შედარებით, სწავლება უფრო ფართომასშტაბიანი იყო და მასში მონაწილეობდა ნატოს წევრი და პარტნიორი რვა ქვეყანა. ოფიციალური განმარტებით, „ღირსეული პარტნიორი 2017“ ემსახურებოდა სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე - ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და მასში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას.

XS
SM
MD
LG