Accessibility links

რუსეთმა გერმანიის ყოფილი კანცლერი, შრიოდერი წარადგინა როსნეფტის საბჭოში


გერჰარდ შრიოდერი

რუსეთის მთავრობამ გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრიოდერი წარადგინა სახელმწიფო ენერგოკომპანია როსნეფტის საბჭოს წევრად. ეს წარდგენა არის ერთ-ერთი იმ შვიდი ბრძანებიდან, რომლებსაც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა მოაწერა ხელი და რომლებიც რუსეთის მთავრობის ვებსაიტზე 11 აგვისტოს, გვიან ღამით გამოქვეყნდა. შრიოდერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ახლო მეგობრად მოიხსენიებს, წარდგენილია კომპანიის არააღმასრულებელ დირექტორად. მისი კანდიდატურა წამოაყენეს მას შემდეგ, რაც როსნეფტმა გადაწყვიტა საბჭოს დირექტორთა რაოდენობა ცხრიდან 11-მდე გაეზარდა - იუწყება მთავრობის ვებსაიტი. შრიოდერი ამჟამად ხელმძღვანელობს მეწილეთა კომიტეტს Nord Stream AG-ში, რომელიც წარმოადგენს გაზპრომის ხელმძღვანელობით მოქმედ კონსორციუმს და მიზნად ისახავს მილსადენის აგებას, რათა რუსეთის ბუნებრივი აირი ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში ჩაიტანონ. როსნეფტი გახდა სამიზნე დასავლეთის სანქციებისა, რომლებიც რუსეთს დაეკისრა უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსირების და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. სოციალ-დემოკრატმა შრიოდერმა, რომელიც გერმანიის კანცლერი 1998-2005 წლებში იყო, თავისი 70-ე დაბადების დღე პუტინთან ერთად აღნიშნა სანკტ-პეტერბურგში, 2014 წლის აპრილში - უკრაინის კრიზისის გაღრმავების ფონზე. შრიოდერი საჯაროდ უპირისპირდება როსნეფტისთვის დაწესებულ სანქციებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG