Accessibility links

აშშ: ავღანეთში მოკლეს „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი ლიდერი და მეთაურები


აშშ-ის განცხადებით, ავღანეთში, აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლეს ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი ლიდერი და რამდენიმე საველე მეთაური. 10 აგვისტოს აღმოსავლეთით, კუნარის პროვინციაშიგანხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა აბდულ რაჰმანი - რომელიც, აშშ-ის სამხედროების ცნობით, წარმოადგენდა „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივ ემირს და კიდევ სამი მეთაური. აშშ-ის სამხედროთა მეთაური ავღანეთში, ჯონ ნიკოლსონი, გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ აბდულ რაჰმანის სიკვდილი კიდევ ერთ დიდ დარტყმას აყენებს „ისლამურ სახელმწიფოს“. განცხადების თანახმად, რაჰმანი იყო წამყვანი კანდიდატი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის პოსტზე, მას შემდეგ, რაც ყოფილი ლიდერი, აბუ საედი, აშშ-ის საჰაერო თავდასხმამ ივლისში იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG