Accessibility links

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გმობს ზეწოლას საინფორმაციო სააგენტოზე აზერბაიჯანში


საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გმობს აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდების გამოყენებას ზეწოლის განხორციელებისთვის საინფორმაციო სააგენტო „ტურანზე“ - რომელიც ქვეყანაში მოქმედ უკანასკნელ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციას წარმოადგენს. „ტურანმა“ 11 აგვისტოს განაცხადა, რომ საგადასახადო უწყება მას ბრალად სდებს გადასახადებისთვის თავის არიდებას 2014 წლიდან და მოითხოვს 20,000 დოლარის ეკვივალენტურ თანხას. „მხოლოდ დროის ამბავი იყო, სანამ აზერბაიჯანში მთავრობა უკანასკნელ დამოუკიდებელ, მოქმედ მედიაორგანიზაციას ამოიღებდა მიზანში“ - აცხადებს იოჰან ბირი, ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი. ტურანის წინააღმდეგ გამოძიება აზერბაიჯანში 7 აგვისტოს დაიწყო და შემდეგ დღეს იქ უკვე საგადასახადო ინსპექტორი მივიდა - წერს სააგენტო. თავად ტურანი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ გამოძიება უგულებელყოფს ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორს, მათ შორის იმ გარემოებას, რომ მსგავსი ბრალდებების გამო სააგენტოში ახლახან აუდიტი ჩატარდა და დარღვევა არ იქნა აღმოჩენილი.

XS
SM
MD
LG