Accessibility links

აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებიდან 25-ე წლისთავის გამო განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა


აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25-ე წლისთავის გამო განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. მან 14 აგვისტოს უწოდა ქვეყნის უახლესი ისტორიის ტრაგიკული დღე. „25 წლის წინ ვერ შევძელით ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება. ჩვენსა და აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლისღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა და მისი სიმძიმე როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა. ჩვენი ერთად ცხოვრების ისტორია სამაგალითოა და არა გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ასეთ რეალობაში. ჩვენ შორის არ უნდა იდგეს უცხო ძალა, ეს საზიანოა ჩვენთვის - ქართველებისა და აფხაზებისთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის“ - ნათქვამია განცხადებაში. გიორგი კვირიკაშვილს იმედი აქვს, რომ ქართველები და აფხაზები შეძლებენ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას და სიყვარულით და ურთიერთპატივისცემით, ერთად გააგრძელებენ ცხოვრებას ერთიან და ძლიერ საქართველოში. პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აფხაზურ ენაზეც გამოქვეყნდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG