Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის უშიშროების სფეროს ლიდერები თვლიან, რომ კორეასთან ომი არაა გარდაუვალი


აშშ-ის სამხედრო ავიაცია
აშშ-ის სამხედრო ავიაცია

აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ სამხრეთი კორეის პრეზიდენტთან შეხვედრისას განუცხადა მასპინძელს, რომ აშშ მზად არის გამოიყენოს მის ხელთ არსებული სრული სამხედრო შესაძლებლობა, ჩრდილოეთი კორეისგან თავდასაცავად. ამის შესახებ განაცხადა გენერალ ჯოზეფ დანდორფის წარმომადგენელმა, კაპიტანმა დერინ ჯეიმსმა. გენერალი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯე ინს და ამ ქვეყნის სამხედრო მეთაურებს შეხვდა სეულში. დანდორფის განცხადებით, ჩრდილოეთი კორეის ბალისტიკური რაკეტები და ბირთვული იარაღი საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიო საზოგადოებრიობას. აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების სფეროს კიდევ ორმა ლიდერმა განაცხადა, რომ სამხედრო დაპირისპირება ჩრდილოეთ კორეასთან არაა გარდაუვალი, თუმცა შესაძლებელი ომის საშიშროება არაა გამქრალი. ომთან უფრო ახლოს, ვიდრე ერთი კვრის წინ, არ ვართ, მაგრამ უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ათი წლის წინ, განაცხადა გენერალ ლეიტენანტმა, ეიჩ არ მაკმასტერმა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტამპის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, „ეი-ბი-სის“ ტელევიზიით გამოსვლისას. „ფოქს ნიუსს“ კვირას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, მაიკ პომპეომ გაუცხადა რომ დღეს არაფერი არ არის გარდაუვალი, მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩრდილოეთმა კორეამ ნათლად იცოდეს, რომ აშშ-ის მოთმინების ფიალა ივსება.

XS
SM
MD
LG