Accessibility links

ერაყი შუამავლობას გასწევს საუდის არაბეთსა და ირანს შორის


ყასიმ ალ-არაჯი

ერაყის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გასწევს შუამავლობას ორ დაპირისპირებულ მეზობელს, საუდის არაბეთსა და ირანს შორის. ამის თაობაზე ირანის და ერაყის მედია იტყობინება. ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ყასიმ ალ-არაჯიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამად ბინ სალმანმა სთხოვა ერაყს, ჩაერიოს რიადის და თეირანის დაძაბულ ურთიერთობაში, რათა ეს დაძაბულობა განიმუხტოს. ამის თაობაზე ირანის „ისნა“ და ერაყის „ალ-ღადირი“ იტყობინებიან. მედიას მოჰყავს ალ-არაჯის ნათქვამი თეირანში ვიზიტის შემდეგ, რომ სიმშვიდეს და სტაბილურობას ირანსა და საუდის არაბეთს შორის დადებითი შედეგი ექნება მთელი რეგიონისთვის. ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აბდოლ რეზა რაჰმანი ფასილმა განაცხადა, რომ თეირანი ყოველთვის ესწრაფოდა გულითად ურთიერთობას საუდის არაბეთთან დათეირანის პოლიტიკა ყოველთვის ემყარებოდა ეფექტიან თანამშრომლობას რეგიონის ქვეყნებთან და ის არასოდეს იყო ურთიერთობათა გაუარესების მიზეზის წამომწყები, განაცხადა ფასილმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG