Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირჯინიის შტატში დემონსტრანტის მოკვლაში ეჭვმიტანილი დღეს წარდგება სასამართლოში


პოლიცია ქალაქ შარლოტსვილში
პოლიცია ქალაქ შარლოტსვილში

კაცი, რომელსაც ბრალად ედება მანქანით დემონსტრანტების ჯგუფში შეჭრა აშშ-ის ვირჯინიის შტატში, დღეს წარდგება სასამართლოს წინაშე. 20 წლის ჯეიმს ალექს ფილდსი ქალაქ შარლოტსვილში, მანქანით შეიჭრა ულტრა მემარჯვენეთა მიმართ საწინააღმდეგო დემონსტრაციის მონაწილეებს შორის, რასაც 32 წლის ქალი ემსხვერპლა. ამ ინციდენტის დროს დაშავდა 19 ადამიანი. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა უშიშროების საკითხებში მომხდარს უწოდა თავდასხმა, რომელიც ტერორიზმის კვალიფიკაციას იმასხურებს. აშშ-ის ფედერალური გამომძიებლები აცხადებენ, რომ სამოქალაქო უფლებების კუთხით დაიწყეს გამოძიება იმ ვითარების გარშემო, რომელშიც მძღოლმა მანქანა შეაჯახა ადამიანების ჯგუფს, შარლოტსვილში. ფილდსი ინციდენტიდან მალე დააკავეს. შეჯახების მომენტი ვიდეოზე აღბეჭდეს და მედიით გავრცელდა. ფილდსი აღბეჭდილია ვიდეო ჩანაწერზე, რომელიც იმავე დღეს, დილით არის გადაღებული თეთრი სუპრემატისტების ჯგუფთან ერთად. მის მიერ მოწყობილი შეტაკებების დროს ჩამოვარდა ვერტმფრენი, რასაც ორი ვირჯინიელი სამხედრო ემსხვერპლა - ოფიციალური ცნობებით, ეს ინციდენტიც საპროტესტო აქციებს უკავშირდება. აშშ-ის გენერალური პროკურორის, ჯეფ სეშენსის თქმით, „შარლოტსვილში ძალადობა და ადამიანების დაღუპვა წარმოადგენს დარტყმას ამერიკის კანონსა და სამართალზე. ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილის წარმომადგენლებმა ნებართვა მისცეს რასისტ ექსტრემისტებს აქცია გაემართათ 12 აგვისტოს, თუმცა ვირჯინიის მმართველმა, ტერი მაკაულიფმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და აქციის ნებართვა გაუქმდა, მას შემდეგ, რაც 12 აგვისტოს, დილით, რასისტ ექსტრემისტებს და მათ მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა. აშშ-ში ექსტრემისტ ჯგუფებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს დემონსტრაცია სავარაუდოდ უდიდესი იქნებოდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG