Accessibility links

მაიკ პენსი: აშშ მზად არის ვენესუელის მიმართ ეკონომიკური და დიპლომატიური ზომებისათვის


მაიკ პენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის, მიმართოს ეკონომიკურ და დიპლომატიურ ზომებს ვენესუელაში დამოკრატიის აღსადგენად. ამის შესახებ პენსმა განაცხადა 14 აგვისტოს კოლუმბიაში ვიზიტისას. პენსის აზრით, ვენესუელის პოლიტიკური დესტაბილიზაცია საფრთხეს უქმნის მთელ ნახევარსფეროსა და შეერთებული შტატების ხალხს. პენსი 13 აგვისტოს ჩავიდა ვენესუელის მეზობელ კოლუმბიაში, ლათინურ ამერიკაში ერთკვირიანი ტურნეს ფარგლებში. 12 აგვისტოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას ვენესუელაში კრიზისზე საპასუხოდ. კოლუმბიის საგარეო უწყებამ დაგმო ტრამპის განცხადება და აღნიშნა, რომ ეწინააღმდეგება სამხედრო ზომებს. ვენესუელაში უკვე თვეებია, მრავალათასიან დემონსტრაციებზე აპროტესტებენ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს პოლიტიკას. მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო ათასობით ვენესუელელი გარბის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის კოლუმბიაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG