Accessibility links

დღეს გაირკვევა, რა საკითხებზე სთავაზობს ოპოზიციას დიალოგს მმართველი პარტია


დღეს გაირკვევა, რა საკითხებზე სთავაზობს ოპოზიციას დიალოგს მმართველი პარტია, „ქართული ოცნება.“ საქართველოს პარლამენტში 18 საათზე დანიშნულია უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი. 14 აგვისტოს სააგენტო ინტერპრესნიუსმა თავის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების უბარიერო სისტემით ჩატარებას. თავის მხრივ, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სხვა საარჩევნო საკითხებისგან დამოუკიდებლად ბარიერის გაუქმების განხილვა აზრს მოკლებულია და უმთავრეს მოთხოვნად რჩება მაჟორიტარული სისტემის დაუყოვნებლივ გაუქმება.

XS
SM
MD
LG