Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ შეაჩერა მზადება აშშ-ის ტერიტორიისკენ რაკეტის გასაშვებად


კიმ ჩენ ინი სამხედროების გარემოცვაში
კიმ ჩენ ინი სამხედროების გარემოცვაში

ჩრდილოეთმა კორეამ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა თავისი არმია, მაგრამ გამოაცხადა, რომ შეაჩერა აშშ-ის ტერიტორიაზე რაკეტების სროლისათვის მზადება მას შემდეგ, რაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა გამოაცხადა, რომ ასეთმა ნაბიჯმა „ძალიან მალე“ შეიძლება მიიყვანოს დაძაბულობა ომამდე. ფხენიანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა არმიას დაავალა, მუდამ მზად იყოს სარაკეტო იერიშისათვის, მაგრამ თქვა, რომ იერიშის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ის გააგრძელებს დაკვირვებას იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს შეერთებული შტატები. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჯიმ მატისმა 14 აგვისტოს ვაშინგტონში უთხრა ჟურნალისტებს, რომ შეერთებული შტატები მზად არის, გაანეიტრალოს ნებისმიერი რაკეტა, რომელსაც მის ტერიტორიას ესვრიან, ხოლო ასეთ ნაბიჯს საომარ აქტად ჩათვლის.

XS
SM
MD
LG