Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი „ღია წერილით“ მოუწოდებს ტრამპს, ავღანეთიდან გაიყვანოს აშშ-ის ჯარები


ექსტრემისტების ჯგუფმა თალიბანმა „ღია წერილი“ გაუგზავნა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელსაც მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები ავღანეთიდან ნაცვლად იმისა, რომ კვლავ გაზარდოს ჯარისკაცების რიცხვი კონფლიქტის დაწყებიდან 16 წლის შემდეგ. წინა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ავღანეთში მეტი ჯარისკაცის გაგზავნას სხვა არაფერი მოჰყვება, თუ არა ამერიკის სამხედრო და ეკონომიკური ძლიერების კიდევ უფრო განადგურებაო, ნათქვამია ინგლისურად დაწერილ მიმართვაში, რომელიც ჟურნალისტებს 15 აგვისტოს გაუგზავნა თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჯიმ მატისმა 14 აგვისტოს თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მალე გამოაცხადებს ახალ სამხედრო სტრატეგიას ავღანეთისათვის. ამჟამად ავღანეთში იმყოფება 8400-მდე ამერიკელი ჯარისკაცი მას შემდეგ, რაც 2014 წელს ეს ქვეყანა დატოვა ნატოს ჯარების უდიდესმა ნაწილმა. ავღანეთში რჩება 5000-მდე არაამერიკელი სამხედრო მოსამსახურეც. მედიის ცნობით, ჯიმ მატისი მიზანშეწონილად მიიჩნევს ჯარების 4000 კაცით გაზრდას, მაგრამ ეს გეგმა ჯერ არ დაუმტკიცებია პრეზიდენტ ტრამპს.

XS
SM
MD
LG