Accessibility links

კოსოვომ უარყო სერბიის გეგმა ტერიტორიული უთანხმოების მოსაგვარებლად


კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ენვერ ხოჯაიმ უარყო სერბი კოლეგის, ივიცა დაჩიჩის კომპრომისული წინადადება ტერიტორიული უთანხმეობის მოსაგვარებლად და სერბიისა და კოსოვოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშესაწყობად. დაჩიჩის წინადადებაა, შეიცვალოს საზღვრები სერბიასა და უმეტესწილად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულ კოსოვოს შორის და ავტონომიური სტატუსი მიენიჭოს კოსოვოში სერბების რეგიონს. სანაცვლოდ, წერს დაჩიჩი სტატიაში, რომელიც გაზეთ „ვეჩერნიე ნოვოსტიში“ გამოქვეყნდა, სერბიას აღარ ექნება კოსოვოზე პრეტენზია. მაგრამ კოსოვოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უარი თქვა წინეადადებაზე, რომელიც ითვალისწინებს კოსოვოს ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედის გადაქცევას სერბთა ავტონომიად - კოსოვოს მიმართ, სავარაუდოდ, მტრულად განწყობილ რეგიონად. როგორც ენვერ ჰოჯაიმ სოციალურ ქსელში დაწერა, მისი ქვეყანა არის „მრავალეროვანი დემოკრატია საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით“ და ასევე აპირებს დარჩენას. ის „სახიფათოს და მიუღებელს“ უწოდებს საზღვრების შეცვლის იდეას. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა სერბიისაგან დამოუკიდებლობა, რომელსაც ბელგრადი არ აღიარებს.

XS
SM
MD
LG