Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა დაგმო რასიზმი და რასისტები შარლოტსვილში ძალადობიდან ორი დღის შემდეგ


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაგმო რასიზმი, რომელსაც „ბოროტება“ უწოდა და პირობა დადო, რომ სასამართლოს წინაშე წარდგებიან ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები. ტრამპმა 14 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გააკეთა ეს განცხადება მას შემდეგ, რაც 12 აგვისტოს შარლოტსვილში გაიმართა ულტრანაციონალისტებისა და რასისტების დემონსტრაცია, რომელსაც ძალადობა მოჰყვა. "რასიზმი არის ბოროტება და ვინც მისი სახელით ძალადობს, არის დამნაშავე და ნაძირალა, კუ-კლუქს-კლანის წევრების, ნეონეცისტების, თეთრკანიანთა აღმატებულობის იდეის და სიძულვილის იმ დანარჩენი ჯგუფების მიმდევართა ჩათვლით, რომლებიც სრულიად შეუთავსებელია ყოველივე იმასთან, რაც ძვირფასია ჩვენთვის, ამერიკელებისათვის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 12 აგვისტოს შარლოტსვილში 32 წლის ქალი დაიღუპა და 19 ადამიანი დაშავდა, როცა ავტომანქანა დაეჯახა დემონსტრანტებს, რომლებიც აპროტესტებდნენ ულტრანაციონალისტების მსვლელობას. პირველ განცხადებაში, რომელიც ინციდენტს მოჰყვა, ტრამპს არ დაუგმია კონკრეტულად რასისტების მხრიდან ძალადობა, რის გამოც შეერთებულ შტატებში მას მკაცრად აკრიტიკებენ. რამდენიმე ქალაქში კვლავაც გრძელდება ულტრამემარჯვენეთა საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები.

XS
SM
MD
LG