Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: ირანი ცდილობს „მსოფლიო მძევლად ჰყავდეს“ ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის მუქარით


გაეროში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰეილი
გაეროში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰეილი

გაეროში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ირანი ცდილობს „მსოფლიო მძევლად ჰყავდეს“ მუქარით, რომ შესაძლოა გავიდეს 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან, აშშ-ის მხრიდან გაგრძელებული „სანქციების და ზეწოლის“ გამო. ელჩი ნიკი ჰეილი ეხმაურებოდა ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის განცხადებებს - რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელმაც ირანს ახალი სანქციების რამდენიმე რაუნდი დაუწესა, „არ არის კარგი პარტნიორი“, რადგან აცხადებს, რომ შეთანხმებიდან გავა.როჰანიმ პარლამენტარებისადმი მიმართვაში, რომელიც ტელევიზიითაც აჩვენეს, განაცხადა, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციები „სანქციებისა და იძულების“ წარუმატებლობამ დაარწმუნა ირანთან მოლაპარაკების საჭიროებაში და თუ ამჟამინდელ ადმინისტრაციასაც სურს სანქციების კურსის გაგრძელება, ირანი ძალიან მალე - რამდენიმე საათში, ან დღეში - შეძლებს, დაუბრუნდეს ბირთვულ პროგრამას. ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაკეთებულ განცხადებაში ჰეილიმ თქვა, რომ ტრამპის მიერ დაწესებული სანქციები არ უკავშირდება ბირთვულ შეთანხმებას - რომლის ფარგლებშიც აშშ და მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ირანს მოუხსნიდნენ ეკონომიკური სანქციების დიდ ნაწილს. ჰეილის თქმით, თეირანმა პასუხი უნდა აგოს „რაკეტების გაშვების, ტერორიზმის მხარდაჭერის, ადამიანის უფლებების უგულებელყოფის და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევის“ გამო. „ირანს საშუალება არ უნდა მიეცეს ბირთვული შეთანხმებით მსოფლიო მძევლად ჰყავდეს აყვანილიო“, განაცხადა ჰეილიმ.

XS
SM
MD
LG