Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი კვლავ „ორივე მხარეს“ ადანაშაულებს ძალადობაში თეთრკანიანთა აღმატებულობის იდეის მიმდევართა აქციაზე


 დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რასიზმს „ბოროტება“ უწოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ „ორივე მხარე“ დაადანაშაულა ძალადობაში, რომელიც გასულ შაბათ-კვირას მოხდა ვირჯინიაში, თეთრკანიანთა რასობრივი აღმატებულობის იდეის მიმდევართა აქციაზე. „ერთ მხარეს იყო ძალიან ცუდი ჯგუფი და მეორე მხარეს იყო ჯგუფი, რომელიც ძალიან, ძალიან ძალადობრივი იყო“ - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს 15 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ნიუ-იორკში. ტრამპის თქმით, პრობლემებს ქმნიდნენ პირები ე.წ. „ალტერნატიულ მემარცხენეთა“ აქციაზეც - რომელიც უპირისპირდებოდა ნეონაცისტების, კუ-კლუქს-კლანის, თეთრკანიანთა აღმატებულობის იდეის მიმდევრების დემონსტრაციას. ტრამპის ეს განცხადებები ირეკლავს მის პირველ გამოსვლას აქციის შემდეგ - როცა მან 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ძალადობას „ბევრმა მხარემ“ შეუწყო ხელი. 12 აგვისტოს შარლოტსვილში 32 წლის ქალი დაიღუპა და 19 ადამიანი დაშავდა, როცა ავტომანქანა დაეჯახა დემონსტრანტებს, რომლებიც აპროტესტებდნენ ულტრანაციონალისტების მსვლელობას. პირველ განცხადებაში, რომელიც ინციდენტს მოჰყვა, ტრამპს არ დაუგმია კონკრეტულად რასისტების მხრიდან ძალადობა, რის გამოც შეერთებულ შტატებში მას მკაცრად აკრიტიკებენ.

XS
SM
MD
LG