Accessibility links

ბაქოში საგადასახადო ინსპექტორები შევიდნენ სააგენტო ტურანის ოფისში


ბაქოში, საგადასახადო უწყების ინსპექტორებმა რეიდი განახორციელეს აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო ტურანის ოფისში და კონფისკაცია უყვეს ფინანსურ დოკუმენტაციას. მათ ასევე შეამოწმეს ამ დამოუკიდებელი სააგენტოს თანამშრომლების პირადი ნივთებიც. გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით ტურანის წინააღმდეგ გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო. სააგენტოს ედავებიან 21000-მდე დოლარის ეკვივალენტურ თანხას. ტურანის თანამშრომლები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ის პოლიტიკურადაა მოტივირებული.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG