Accessibility links

მოსკოვი იმედოვნებს, რომ ირანი არ გავა ბირთვული შეთანხმებიდან


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გამოთქვამს იმედს, რომ ირანი არ გავა ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც მან 2015 წელს გააფორმა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან და რომლის ფარგლებშიც, ირანის ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ, მას მოეხსნა ეკონომიკური სანქციების დიდი ნაწილი. ლავროვი ამ განცხადებებით გამოვიდა 16 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ თქვა, თეირანი შეთანხმებიდან გასვლას "რამდენიმე საათში" შეძლებს, თუ აშშ კიდევ დააწესებს სანქციებსო. "იმედი მაქვს ეს არ მოხდებაო", განაცხადა ლავროვმა როჰანის პასუხად. ლავროვმა ასევე გააკრიტიკა აშშ ირანისთვის დაწესებული სანქციების გამო: "ვთვლი, რომ ცალმხრივი სანქციები... უპასუხისმგებლო ნაბიჯებია, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს მიღწეულ ბალანსსო", განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ 15 აგვისტოს თქვა, რომ აშშ-ის მხრიდან დაწესებული ახალი სანქციები არ უკავშირდება ბირთვულ შეთანხმებას. ჰეილიმ დასძინა, რომ ირანი ცდილობს "მსოფლიო მძევლად აიყვანოს", ბირთვული შეთანხმებიდან სწრაფად გასვლის მუქარის გზით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG