Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციური პარტიის ლიდერს


ყირგიზეთში სასამართლომ რვა-რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციონერ ომურბეკ ტეკებაევსა და მასთან ერთად მსჯავრდებულ პირს, საგანგებო მდგომარეობათა ყოფილ მინისტრ დუიშონკულ ჩოტონოვს. ბიშკეკის სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ქრთამის აღებაში. სასამართლოში ვერდიქტის გამოცხადებას ტეკებაევის მომხრეების ხმაურიანი პროტესტი მოჰყვა. ტეკებაევი სათავეში უდგას ოპოზიციურ პარტია „ატა-მეკენს“ (მამული), რომელიც სასამართლო პროცესს მიიჩნევს პოლიტიკურად მოტოვირებულ ძალისხმევად შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებიდან ოპოზიციის ლიდერის ჩამოსაცილებლად. გამომძიებლები აცხადებენ, რომ ტეკებაევმა და ჩოტონოვმა მილიონი დოლარის ქრთამი აიღეს რუსი ბიზნესმენისაგან 2010 წელს, როცა ტეკებაევი ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი იყო. ორივე მსჯავრდებული უარყოფს ბრალდებებს. ტეკებაევი თებერვლის ბოლოს დააკავეს. 5 მარტს ის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა მისმა პარტიამ.

XS
SM
MD
LG