Accessibility links

სააკაშვილი აცხადებს, რომ 10 სექტემბერს დაბრუნდება უკრაინაში


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინაში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მომავალ თვეში აპირებს უკრაინაში დაბრუნებას. მან დღეს სოციალურ ქსელ ფეისბუქის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ 10 სექტემბერს ჩავა პოლონეთიდან უკრაინაში, კერძოდ ლვოვის რეგიონში, კრაკოვეცის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 26 ივლისს მოქალაქეობა ჩამოართვა სააკაშვილს, რომელიც ამ ნაბიჯს მიიჩნევს უკრაინის პოლიტიკური სარბიელიდან მისი ჩამოშორების „უკანონო გზად“. 2015 წლიდან სააკაშვილს აღარც საქართველოს მოქალაქეობა აქვს, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. საქართველო მის ესქტრადიციას მოითხოვს რამდენიმე ბრალდების საფუძველზე. სააკაშვილი ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG