Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„როსკომნადზორმა“ დაბლოკა ამერიკული ნეონაცისტური საიტი


ეს იყო პასუხი სოციალურ ქსელში გაჩაღებულ იმ კამპანიაზე, რომელიც შარლოტსვილში, დემონსტრაციაზე მომხდარ შეტაკებებში 32 წლის ქალის დაღუპვას მოჰყვა
ეს იყო პასუხი სოციალურ ქსელში გაჩაღებულ იმ კამპანიაზე, რომელიც შარლოტსვილში, დემონსტრაციაზე მომხდარ შეტაკებებში 32 წლის ქალის დაღუპვას მოჰყვა

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „როსკომნადზორმა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბლოკა წვდომა ამერიკულ ნეონაცისტურ საიტ „The Daily Stormer”-ზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ რუსული დომენის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალ ევროპას პროვაიდერმა “რუ-ცენტრმა“ (Ru-Center) აცნობა. კომპანიაში განმარტეს, რომ მიიღეს ოფიციალური წერილი „როსკომნადზორისაგან“, რომელშიც უწყება ითხოვს, განხილულ იქნეს ამერიკული საიტის დაბლოკვის შესაძლებლობა. თავად „როსკომნადზორში“ აღნიშნეს, რომ ინტერნეტ-რესურსის დაბლოკვის მიზეზი ნაწილობრივ გახდა, „პროპაგანდისტული ნეონაცისტური იდეოლოგია“. მანამდე ნეონაცისტურმა რესურსმა დაკარგა კონტროლი დომენ Dailystormer.com-ზე, მას შემდეგ, რაც „გუგლმა“და „გოდედიმ“ (GoDaddy) - უარი თქვენს მის მომსახურებაზე. ეს იყო პასუხი სოციალურ ქსელში გაჩაღებულ იმ კამპანიაზე, რომელიც შარლოტსვილში ულტრა მემარჯვენეთა მიმართ საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე მომხდარ შეტაკებებში 32 წლის ქალის დაღუპვას მოჰყვა.

XS
SM
MD
LG