Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის კრიტიკა დაატყდა რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემს


ლინდსი გრემი
ლინდსი გრემი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკა დაატყდა მის თანაპარტიელს, რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემს, რომელსაც ტრამპმა უწოდა კანონმდებელი, რომელიც „პოპულარობის მოხვეჭას“ ესწრაფვის. 17 აგვისტოს „ტვიტერით“ გამოქვეყნებულ პოსტში დონალდ ტრმაპმა გრემი თავისი სიტყვების დამახინჯებაში დაადანაშაულა. 16 აგვისტოს ლინდსი გრემი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას შარლოტსვილის ტრაგედიაზე, რომელშიც სენატორმა დაინახა ორივე მხარისათვის „თანაბარი მორალური პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობა“. „ლინდსი გრემი, რომელიც პოპულარობის მოხვეჭას ესწრაფვის, სამარცხვინოდ იტყუება, თითქოს მე მეთქვას, რომ არსებობს „თანაბარი მორალური პასუხისმგებლობა“ ნეონაცისტებს, კუ-კლუს-კლანს, თეთრკანიანების აღმატებულობის იდეის მომხრეებსა და მეორეს მხივ ისეთ ადამიანებს შორის, როგორიც იყო ქალბატონი ჰიზერ ჰეიერი.“ ტრამპს მხედველობაში ჰყავდა 32 წლის ქალი, რომელიც12 აგვისტოს ულტრამემარჯვენეთა მოწინააღმდეგე დემონსტრანტების რიგებში ავტომანქანის შევარდნის შემდეგ დაიღუპა.

XS
SM
MD
LG