Accessibility links

ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


ამერიკელი ჯარისკაცები საბრძოლო პოზიციაზე 2017 წლის აპრილში, ავღანეთი

ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას, რომლის მიზანსაც წარმომადგენდა ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ჯგუფის განადგურება. ამერიკული სარდლობის 17 აგვისტოს ცნობაში ნათქვამია, რომ ოპერაციაში, რომელიც აღმოსავლეთ ავღანეთში ჩატარდა, ამერიკელი და ავღანელი ჯარისკაცები ერთობლივად მონაწილეობდნენ. მიმდინარე წელს ავღანეთში 10 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, რაც ერთით მეტია შარშანდელ დანაკარგზე. 18 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში თავის მრჩევლებთან ერთად განიხილავს აშშ-ის სტრატეგიას ავღანეთსა და სამხრეთ აზიაში. მედიის ცნობით ადმინისტრაციაში აზრი ორადაა გაყოფილი იმაზე, თუ რა მოუხერხონ ავღანეთს, სადაც სამხედრო სარდლობის ცნობით, ვითარება „ჩიხშია“ შესული.

XS
SM
MD
LG