Accessibility links

ბარსელონაში თავდასხმა მოხდა, არის მსხვერპლი


პოლიცია ტურისტულ ცენტრთან თავდასხმის შემდეგ

ბარსელონის ცენტრში ხალხში შევარდა მიკროავტობუსი, რასაც პოლიცია "ტერორისტულ თავდასხმად" აფასებს. ესპანეთის მედიის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი, დაშავდა სულ მცირე 20 პირი. რამბლასთან, ტურისტული ცენტრთან, პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანებია. პოლიცია აცხადებს, რომ მიკროავტობუსიდან გადახტა და ერთ-ერთ რესტორანში შევიდა ორი შეიარაღებული მამაკაცი, დეტალები არ ვრცელდება. ესპანეთის მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ იმ ადგილებიდან სროლის ხმა ისმოდა, თუმცა ეს ცნობები პოლიციას მყისიერად არ დაუდასტურებია. ბარსელონის თავდასხმის დეტალები კვლავ ბუნდოვანია, თუმცა მანქანების ადამიანებისთვის შეჯახების პრაქტიკა ექსტრემისტებმა ბოლო პერიოდში ბევრგან გამოიყენეს ევროპაში, მათ შორის ნიცაში, ბერლინში, ლონდონსა და სტოკჰოლმში. თავდასხმებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ბარსელონის ქუჩებში ახლახან გამოჩნდა გრაფიტი, რომელიც ტურისტების მუქარას შეიცავდა. ბარსელონაში წელიწადში 11 მილიონზე მეტი ტურისტი ჩადის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG