Accessibility links

სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა ბარსელონაში მიკროავტობუსით თავდასხმის შედეგად


პოლიცია ტურისტულ ცენტრთან თავდასხმის შემდეგ

ესპანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა ბარსელონაში, როცა ტურისტულ რაიონში ფეხით მოსიარულეებს მიკროავტობუსი შეეჯახა. პოლიცია თავდასხმას "ტერორისტულ აქტად" აფასებს და აცხადებს, რომ დაკავებულია ერთი მამაკაცი. კატალონიის რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ხოაკიმ ფორნმა მოსახლეობას მოუწოდა სახლებში დარჩნენ და თუ შესაძლებელია მოგზაურობას თავი აარიდონ, სანამ გამოძიება გრძელდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ესპანეთის მთავრობას გამოძიებაში დახმარება შესთავაზა და განაცხადა, "მსოფლიოს გარშემო ტერორისტებმა უნდა იცოდნენ, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები ყველაფერს აკეთებენ მათ მოსაძებნად და სამართლის წინაშე წარსადგენადო". ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, ბრიტანეთი ესპანეთის გვერდით დგას ტერორთან ბრძოლაშიო. ბარსელონაში წელიწადში 11 მილიონზე მეტი ტურისტი ჩადის. მანქანების ადამიანებისთვის შეჯახების პრაქტიკა ექსტრემისტებმა ბოლო პერიოდში ბევრგან გამოიყენეს ევროპაში, მათ შორის ნიცაში, ბერლინში, ლონდონსა და სტოკჰოლმში. თავდასხმებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG