Accessibility links

ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსაფზაი ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა


მშვიდოდბის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, 20 წლის მალალა იუსაფზაი ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ძალიან უხარია, რომ ოქსფორდში ისწავლის. პაკისტანელი მალალა, რომელიც ბირმინგემში ცხოვრობს, ოქსფორდში ისწავლის ფილოსოფიას, პოლიტიკას და ეკონომიკას. პაკისტანში მალალამ სახელი გაითქვა გოგონების განათლების მხარდამჭერი აქტივიზმით, რასაც 2012 წელს მოჰყვა მასზე - მაშინ 15 წლის გოგონაზე - თალიბანის თავდასხმა. მას თავში ესროლეს. 2014 წელს მალალას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ინდოელ კაილაშ სატაიართისთან ერთად. აპრილში ის დაასახელეს გაეროს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მშვიდობის ელჩად.

XS
SM
MD
LG