Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ დანიშნა ახალი მუდმივი წარმომადგენელი ყირიმში


პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დანიშნა ახალი მუდმივი წარმომადგენელი ყირიმში, რომელიც რუსეთს უკანონოდ აქვს მიერთებული. ბორის ბაბინს ევალება ნახევარკუნძულის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებაზე მუშაობა, ხოლო მის მოადგილე იზეტ გდანოვს - ყირიმელი თათრების უფლებების დაცვა. ნატალია პოპოვიჩი, რომელიც აქამდე იყო ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი, მოხსნეს აქტივისტების მხრიდან მისი გაკრიტიკების შემდეგ. პოროშენკოს თქმით, ბორის ბაბინს დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო სამართლის სფეროში. ის მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში და თანამშრომლობდა ევროპის სასამართლოსთან ადამიანის უფლებების საკითხებში.

XS
SM
MD
LG