Accessibility links

დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფს შეხვდება ავღანეთში აშშ-ის სტრატეგიის განსახილველად


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფს შეხვდება ავღანეთსა და სამხრეთ აზიაში შეერთებული შტატების სტრატეგიის განსახილველად. თავდაცვის მინისტრმა ჯიმ მატისმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ რამდენიმე თვის დებატების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაცია თითქმის უკვე მისულია გადაწყვეტილებამდე ახალ მიდგომაზე ავღანეთში 16 წლის წინ დაწყებული ომის საკითხში. როგორც მატისმა სახელმწიფო დეპარტამენტში თქვა, პრეზიდენტთან შეხევედრისას, საუბარი შეეხება ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას. მას არ დაუზუსტებია, როგორი იქნება ახალი სტრატეგია, მაგრამ თქვა, რომ სტრატეგიას „ძალიან ახლო მომავალში“ დაამტკიცებენ. ტრამპმა ივნისში დაავალა მატისს ავღანეთში აშშ-ის ჯარისკაცების რიცხვის განსაზღვრა. მედიის ცნობით, მატისის რეკომენდაციაა აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის გაზრდა 4000 ჯარისკაცით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG