Accessibility links

ესპანეთის პოლიციამ დააკავა სავარაუდო ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი პირი


ესპანეთში ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

ესპანეთის პოლიციის ცნობით, მაროკოს სამი და ესპანეთის ერთი მოქალაქე იქნენ დაკავებული კატალონიაში სავარაუდო ტერორისტულ თავდასხმებთან კავშირში ეჭვმიტანით. 17 აგვისტოს ბარსელონაში სავარაუდო ისლამისტი ექსტრემისტი მიკროავტობუსით დაეჯახა გამვლელებს და მოკლა 13 ადამიანი. ხოლო 18 აგვისტოს გარდაიცვალა ქალი, რომელიც დაშავდა ბარსელონის სამხრეთით, ქალაქ კამბრილსში ასევე 17 აგვისტოს მოწყობილი თავდასხმისას. კამბრილსში პოლიციელებმა ხუთი ეჭვმიტანილი მოკლეს და აცხადებენ, რომ მოკლულებს შორის შესაძლოა, იყოს იმ მიკროავტობუსის მძღოლიც, რომელიც ბარსელონაში გამვლელებს დაეჯახა. ასევე პოლიციის ცნობით, კამბრილსში მოკლულ თავდამსხმელებს ბუტაფორიული ასაფეთქებელი ქამრები ეკეთათ და ინციდენტი კავშირშია ბარსელონაში მოწყობილ თავდასხმასთან. ბარსელონის ცენტრში 18 აგვისტოს ათასობით ადამიანმა, მათ შორის ესპანეთის მეფე ფელიპე მეექვსემ და პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულების ხსოვნას. წუთიერ დუმილს მოჰყვა შეკრებილების ტაში და შეძახილები: არ მეშინია! ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა ბარსელონაში თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც, ოფიციალური ინფორმაციით, 100-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG